16:58 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2494)
121 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია.

ბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

აღნიშნული ფაქტი დღეს კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა. დილით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 55 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები. მეორე შემთხვევა საჩხერის კლინიკაში დაფიქსირდა. მესამე გარდაცვლილი 82 წლის ქალია, რომელიც ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდ–ცენტრში მკურნალობდა.

მეოთხე გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2494)

მთავარი თემები