15:01 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (102)
172 0 0

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ახალი ტექნიკის გადაცემის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში 160 ერთეული FORD Ranger-ის ტიპის 0.75 ტონა ტვირთამწეობის პიკაპი შეისყიდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლება მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით აქტიურად მიმდინარეობს. უწყების ძირითად პრიორიტეტებს შორისაა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება, ჯარის პოპულარიზება ახალგაზრდებს შორის, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით შეიარაღების განახლება.

საქართველომ ახალი უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა>>

ახალი ტექნიკის გადაცემის ცერემონიას ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაესწრო. ცერემონია ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი ტექნიკა გააძლიერებს თავდაცვის ძალების პოტენციალს, გაზრდის მობილურობასა და ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების უფრო ეფექტურად შესრულებას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ავტომობილების შეძენა მომგებიანია ეკონომიის თვალსაზრისითაც: მოძველებული ტექნიკის შენახვა და რემონტი თავდაცვის ძალებს წელიწადში მილიონობით ლარი უჯდებოდა.

ახალი ავტომობილები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდება.

ღარიბაშვილის ინიციატივით მოძველებული სპეცტექნიკა ეტაპობრივად ჩანაცვლდება სპეციალური დანიშნულების თანამედროვე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც წარმოებულია ისეთი მსოფლიო გიგანტების მიერ, როგორიცაა გერმანული MAN, იტალიური IVECO და ამერიკული FORD.

სულ თავდაცვის სამინისტრო 500 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკის შეძენას გეგმავს.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (102)

მთავარი თემები