11:28 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2256)
169 0 0

პოპ-დივამ პროდიუსერთან ერთად რამდენიმე დამაინტრიგებელ კითხვას უპასუხა. თუმცა ამ კონკრეტულმა კითხვამ ორ ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანში სხვადასხვა ემოცია გამოიწვია. რას პასუხობენ ჟურნალისტს მომღერალი და მისი პროდიუსერი?

ლელა და „მამულიჩა“ თუნდაც ნაკლებად პოპულარულ გადაცემას ან რუბრიკას თავისი სტუმრობით პოპულარულს ხდიან. ქართულ ტელესივრცეში ისინი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული წყვილია. ამჟამად ლელას საკუთარი გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ მიჰყავს. საზოგადოებამ „მთავარი არხის“ ეთერში მისი ორი გადაცემა უკვე იხილა. აშკარაა, რომ ლელას ახალი გადაცემა რეიტინგული აღმოჩნდა.

View this post on Instagram

@okmagazinegeorgia ❤️ @georgeeliadze ❤️#okmagazinegeorgia #lelatsurtsumia#georgia#tbilisi

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

„მთავარი არხის“ დილის გადაცემაში ცნობილმა წყვილმა ერთმანეთზე ისაუბრა. ვიდეომ უამრავი პოზიტიური გამოხმაურება დაიმსახურა. ლელა და „მამულიჩა“ კი, თავის მხრივ, იუმორითა და კურიოზების გახსენებით ცდილობდნენ დამაინტრიგებელი კითხვების განეიტრალებას. ასე მოხდა რუბრიკის დასაწყისში. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ წყვილს შორის პირველი ვის შეუყვარდა, ლელამ და მამულიჩამ გულწრფელი სიცილი ვერ შეიკავეს. კახა მამულაშვილმა ყველაფერი პოპ-დივას „დააბრალა“ და სიცილით აღნიშნა, რომ პირველად ლელას შეუყვარდა.

ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს. ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ.

View this post on Instagram

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. მომღერლის სიმღერები ახლაც გაჰიტებულია. მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ მათ და კომპოზიტორების მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს.

View this post on Instagram

@nanano_._ ❤️ @mamulicha888 ❤️ ფოტო @mariography18 🙌🏻❤️

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

მამულიჩას პირველი უიღბლო და ხანმოკლე ქორწინებიდან ერთი ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. სულ ცოტა ხნის წინ პროდიუსერი ბაბუა გახდა. ლელას და მის გერს – მამულიჩას სიმპათიურ ვაჟიშვილს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რაც საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. როგორც ჩანს, ლელა ოჯახის ახალ წევრებთან – რძალთან და შვილიშვილთანაც კარგ დროს ატარებს და ამას სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2256)

მთავარი თემები