18:47 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
70 0 0

რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე ჩაწერა 5 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დროისთვის სწავლების პროცესი ონლაინ–ფორმატში მიმდინარეობს.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. სტუდენტებისთვის რუსული ენის უფასო კურსები თბილისში ევგენი პრიმაკოვის სახელობის საქართველო-რუსეთის საზოგადოებრივ ცენტრში ოქტომბრიდან დაიწყება. 

ორგანიზატორების განცხადებით, ენის შესწავლის მსურველები დაეუფლებიან როგორც სალაპარაკო, ისე საქმიან ენას, ასევე გაეცნობიან რუსულ კლასიკურ ლიტერატურას – პუშკინის, ლერმონტოვის, ტურგენევის, ჩეხოვის, დოსტოევსკისა და სხვა რუსი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას.

რაც შეეხება საქმიან ენას, სტუდენტებს შეასწავლიან პროფესიულ ლექსიკას, რომელიც ტურიზმის სფეროში გამოიყენება, ასევე საქმიან მიმოწერას, მოლაპარაკებების გამართვას და ა.შ.

გაკვეთილები უცხო ენების შესწავლის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ჩატარდება, რომლებიც საკომუნიკაციო უნარების განვითარებისკენაა მიმართული. კურსებს გამოცდილი პედაგოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ჩაატარებს.

რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე ჩაწერა 5 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დროისთვის სწავლების პროცესი ონლაინ–ფორმატში მიმდინარეობს.

მთავარი თემები