Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბიზნესი „აგვახიეს“ – ქრისტინე იმედაძეს და ნინი ბადურაშვილს დაოჯახების ცენტრი ჰქონდათ?

© Photo: Christine Imedadze / FBქრისტინე იმედაძე
ქრისტინე იმედაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქრისტინე იმედაძე სახალისო ფოტოს აქვეყნებს. მომღერალს გაჩერებულ მანქანაზე დაოჯახების ცენტრის სტიკერი დაუტოვეს. რას წერს ცნობილი ტელესახე მეგობარ მომღერალს?

ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე ბავშვობიდან მეგობრობენ. ნინის გარშემო სულ რამდენიმე დღის წინ ატეხილ სკანდალში ცნობილი ტელეწამყვანიც ჩაერთო. ამის შემდეგ ნინისთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს უფრო ხშირად აქვეყნებდა. ახლა კი სახლიდან სასეირნოდ გამოსულ მომღერლებს მანქანაზე გაცნობა-დაოჯახების ფლაერი დაუტოვეს. ქრისტინე ამ ფაქტს იუმორით მიუდგა და წარწერაც დაურთო. „ვიღაცამ ბიზნესი „აგვახია“, – დაწერა მომღერალმა და ერთგული დაქალი მონიშნა. აღსანიშნავია, რომ ორივე მომღერალი და ბავშვობის მეგობარი უიღბლო ქორწინებაში იმყოფებოდა.

ქრისტინე და ნინი მას მერე უფრო გაერთიანდნენ, რაც ნინი გადაცემა „კაცების შოუს” სტუმარი იყო. „ფეისბუქზე“ კომენტარებში ერთი გოგონას მიწერილ კომენტარს – „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ ასე უპასუხა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!” და თან გოგონას ფოტო დაუდო. თუმცა მოგვიანებით ნინიმ მას ბოდიში მოუხადა.

View this post on Instagram

@ninibadurashvili 💖

A post shared by christine imedadze (@christineimedadze) on

მომღერლის გარშემო ატეხილ სკანდალს მეგობარი და კოლეგა ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ქრისტინე ვერ ხვდება, რატომაა ჩვეულებრივი მოქალაქის ბულინგი – „ბულინგი“, ხოლო თუ ეკრანზე ჩანხარ, ვალდებული ხარ გაუძლო ყველაფერს.

View this post on Instagram

#friends #friendshipgoals #girlz

A post shared by christine imedadze (@christineimedadze) on

მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის პირად ცხოვრებას ადამიანები ინტენსიურად განიხილავენ. იმედაძე რამდენიმე სკანდალით არის ცნობილი, მის გათხოვებასა და დაშორებაზე დღემდე საუბრობენ. ყოფილმა ბალერინამ მომღერლობა ისურვა, შემდეგ ტელეეკრანებზეც გადაინაცვლა, ახლა კი დიზაინერობას წარმატებით მოჰკიდა ხელი. საკუთარი ძალებით დიზაინერული სახლი „სამი“ დააფუძნა და ქალბატონებს გემოვნებიან ტანისამოსს უქმნის. ხელოვნებისადმი სიყვარული მას დედამ ჩაუნერგა.

ყველა ახალი ამბავი
0