08:02 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (89)
6710

დიპლომატებმა წინანდალში ღვინის კომპანია „შუმი", ასევე ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშები და ღვინის მუზეუმი „ვაზიონი" დაათვალიერეს.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა წინანდალში „დიპლომატიურ რთველში“ მიიღეს მონაწილეობა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დიპკორპუსის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უმასპინძლეს.

უცხოელმა დიპლომატებმა წინანდალში ღვინის კომპანია „შუმი", ასევე ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშები და ღვინის მუზეუმი „ვაზიონი" დაათვალიერეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კულტურისა და ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით მსგავსი ღონისძიება ძალზე მნიშვნელოვანია. 

„ბევრმა საელჩომ გამოთქვა „რთველი 2020“-ში მონაწილეობის სურვილი და, მიუხედავად პანდემიის გამოწვევისა, ჩვენ შეზღუდული მასშტაბით, მაგრამ მაინც შევძელით რთველის საზეიმო გარემოში აღნიშვნა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა კარგი შესაძლებლობაა საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენისთვის.

„ყოველწლიურად რთველის დროს ჩვენ თავს ვუყრით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რათა გავაცნოთ ჩვენი მდიდარი კულტურა, ტრადიციები, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რაც საქართველოს სავიზიტო ბარათია. წელს, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მაინც ჩავატარეთ ტრადიციული დიპლომატიური რთველი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში დაახლოებით 207 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (89)

მთავარი თემები