ბათუმის სათნოების სახლის 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა

© AP Photo / Ali Shirbandსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად რეგიონში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში კორონავირუსის დიაგნოზით 463 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის სათნოების სახლ „სავანეში" კორონავირუსი 25 ხანდაზმულს და 10 თანამშრომელს დაუდასტურდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“

ტესტირება - Sputnik საქართველო
აჭარა კვლავ „ლიდერია": კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

ამ დროისათვის მოხუცთა თავშესაფარში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. დაწესებულების ადმინისტრაცია მოხუცების მოსავლელად მოხალისეების დახმარებას ითხოვს. სათნოების სახლის დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, თავშესაფარში ამჟამად 90 ბენეფიციარი ცხოვრობს და გამომდინარე იქიდან, რომ ინფექცია თანამშრომლებსაც გამოუვლინდათ, მოხუცებულთა თავშესაფარი პერსონალის ნაკლებობის წინაშე დადგა.

„სათნოების სახლ „სავანეში“ კორონავირუსით 25 ბენეფიციარი დაინფიცირდა, ველოდებით კიდევ ხუთი ხანდაზმულის PCR-ტესტის პასუხს. ამასთან, ინფექცია გამოუვლინდა ჩვენს 10 თანამშრომელსაც. ამ დროისათვის ინფიცირებული ბენეფიციარები კოვიდ–კლინიკაში არიან გადაყვანილი, თანამშრომლები კი კოვიდ–სასტუმროებში... სექტემბრის დასაწყისიდან საკარანტინო რეჟიმზე ვიმყოფებით, ყველა ბენეფიციარი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დაწესებულებაში უცხო პირი არავინ შემოსულა, ინფიცირების წყარო იყო თუ არა რომელიმე თანამშრომელი, ამასთან დაკავშირებით პასუხი არ მაქვს“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე ბარამიძემ.

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უწოდეს – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარას უკავშირდება. გარდა ამისა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილ 55 წლის ქალს აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა – 34.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0