აჭარაში COVID-19-ით ინფიცირებულთა მკურნალობის ახალი პროტოკოლი ამოქმედდა

© photo: Sputnikკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი პროტოკოლის თანახმად, პირი, რომელიც უსიმპტომოა, კოვიდ–ცენტრს პირველადი ტესტირებიდან 10 დღის შემდეგ, PCR–დიაგნოსტიკის გარეშე დატოვებს. პაციენტი ასევე მოიხსნება ონლაინ–მეთვალყურეობის სისტემიდან.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის ახალი პროტოკოლი ამოქმედდა – ინფიცირებიდან მეათე დღეს უსიმპტომო პაციენტები კოვიდ–ცენტრებსა და საკარანტინო ზონებს დატოვებენ, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. 

აჭარა კვლავ „ლიდერია": კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით>>>

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უწოდეს – ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას უკავშირდება, რაც ინფიცირების შემთხვევების დღე-ღამური მაჩვენებლის 59%-ს შეადგენს.

დღეს ბათუმის კოვიდ–ცენტრებიდან და საკარანტინო ზონებიდან 400 უსიმპტომო პაციენტის გაწერა იგეგმება. ნიჟარაძის განცხადებით, ახალი პროტოკოლის ამოქმედებით რეგიონში საწოლ-ფონდის პრობლემა მოიხსნება.

„აჭარაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება, ვფიქრობთ, რომ მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაში, შესაძლოა, აღნიშნული დონე გვქონდეს, მაგრამ იმ აქტიური ეპიდსაწინააღმდეგო, შემაკავებელი და ლოკალური შემზღუდავი ღონისძიებებით, რაც ამ დროისთვის ხორციელდება, შემთხვევების შემცირებას ველოდებით“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

ახალი პროტოკოლის თანახმად, პირი, რომელიც უსიმპტომოა, კოვიდ–ცენტრს პირველადი ტესტირებიდან 10 დღის შემდეგ დატოვებს PCR–დიაგნოსტიკის გარეშე. პაციენტი ასევე მოიხსნება ონლაინ–მეთვალყურეობის სისტემიდან. 

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
მთელ საქართველოში, გარდა აჭარისა – სწავლის პროცესის შენობებში აღდგენის თარიღი დასახელდა

ახალი პროტოკოლი მიღებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განცხადების საფუძველზე – რომ სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის. ტესტის პასუხი შეიძლება დადებითი იყოს, მაგრამ სხვა ადამიანის დაინფიცირების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს, ან ძალზე მინიმალურია.

აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარაში შეიზღუდა მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, კაფე-რესტორნების ღამის საათებში მუშაობა. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე ჯერჯერობით დისტანციურად გაგრძელდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054 ადამიანი, გარდაიცვალა 32 პაციენტი.

მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მეორე ლოკდაუნი არ იქნება, რადგან ეკონომიკა ასეთ რყევას ვეღარ გაუძლებს, და ამ ეტაპზე მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით შემოიფარგლება.

ყველა ახალი ამბავი
0