05:55 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2132)
98 0 0

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა – ეს დღეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, რაც აისახა მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დღეს ეს გარდაცვალების უკვე მეოთხე შემთხვევაა. დილით სამი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2132)

მთავარი თემები