05:07 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2220)
43348 0 0

სკანდალური ფოტომოდელი თინეიჯერობის პერიოდში გადაღებულ ფოტოსურათებს აქვეყნებს. როგორ გამოიყურებოდა კესარია აბრამიძე წლების წინ?

ტრანსგენდერმა ქალმა ბავშვობის პერიოდი გაიხსენა და რამდენიმე ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა. ასე გამოიყურებოდა კესო წლების წინ და ასე შეიცვალა მისი გარეგნობა.

საქართველოში, მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, ტრანსგენდერი ქალების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ. კესარია აბრამიძის ტელეეკრანებზე გამოჩენამ გაუგებრობა და აგრესია გამოიწვია. იყო პერიოდი, როდესაც ფოტომოდელი მედიას აღარ ეკონტაქტებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია.

View this post on Instagram

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ ფოტომოდელმა დედის სურათი გამოაქვეყნა და ყველაფერი ნათელი გახდა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო სახლში დარჩენილმა ტრანსგენდერმა შთაგონების წყარო იპოვა. მისი გვერდი სხვადასხვა გემოვნებიანი გარდასახვით აჭრელდა. მიუხედავად პროფესიონალურად გაკეთებული მაკიაჟისა, ბუნებრივმა სურათმა ყველა რეკორდი მოხსნა.

სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. ის ცნობილ ქართველ ტელესახეებთან მეგობრობს და მაკიაჟის კეთებით ანებივრებს. ამ სიაში ლელა წურწუმია, რომელთანაც კესარია ყველაზე დიდ დროს ატარებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ფოტომოდელმა ნახევრად უკრაინელი დედა პოპ-დივას გააცნო. ულამაზესი ქალბატონების ფოტო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2220)

მთავარი თემები