Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ილიკო სუხიშვილმა შვილი წლების შემდეგ იპოვა – გოგონა, რომელიც საოცრად ჰგავს მამას

© Facebook / Sukhishvilebi ილიკო სუხიშვილი
 ილიკო სუხიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. მან წლების წინ იპოვა მეორე შვილი, რომელიც რუსეთში დაიბადა.

ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ის არა­სო­დეს სა­უბ­რობს ღიად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც კი იშ­ვი­ა­თად აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნა­ლის­ტებს. თუმ­ცა ის დღემ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცია და მას­ზე ხში­რად ჭო­რა­ო­ბენ.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში სწავ­ლი­სას, რუს გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც მალე და­შორ­და და ამ ქალ­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. სწორედ ამ პირველი ქორწინებიდან ჰყავს წყვილს დარია (დაშა) სუ­ხიშ­ვი­ლი, რომელიც თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო­ნაა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ილი­კომ ან­სამ­ბლის ერთ-ერთ წევ­რზე, ულა­მა­ზეს გვან­ცა შერ­გე­ლაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. მაგრამ 2001 წლის აგ­ვის­ტო­ში უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ან­საბ­ლი გას­ტროლ­ზე იყო ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში, სადაც 21 წლის გვან­ცა ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

მას შემ­დეგ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა. მის ქა­ლიშ­ვილს და­რი­ას კი ძი­რი­თა­დად ცნო­ბი­ლი მა­მი­და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ზრდი­და. გო­გო­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და: „ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე“.

ილიკომ რამდენიმე წლის წინ მეორე შვილიც იპოვა. აღმოჩნდა, რომ ლიზაც რუსეთში დაიბადა. გოგონა რამდენიმე თვით უმცროსია დარიაზე. არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გო­გო­ნას დე­და­ზე. ლიზი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მას­თან ხში­რად ჩა­მო­დის.

როგორც ილიკოს და ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, გოგონებს მამასთან ახლო ურთიერთობა აქვთ. „ილი­კოს ორი­ვე გოგო სა­ხე­ლით მი­მარ­თავს. მა­მას არ­ც ერ­თი არ ეძა­ხის. ძა­ლი­ან ჰგვა­ნან მა­მას, მაგ­რამ ლიზა უფრო, შავგრე­მა­ნია და ილი­კოს­ნა­ი­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს“, – ამბობს ნინო სუხიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0