07:25 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2213)
27410

ყველასთვის საყვარელმა ტელეწამყვანმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ქართული რეალობისთვის უჩვეულო განცხადება გაავრცელა.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე მამის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი მამა, ცნობილი პროფესორი დავით ხაზარაძე, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს, პანსიონატიდან დედას მიმართავს.

ცნობილი ექიმი ვიდეოში დედას ეუბნება, რომ დაწესებულებაში კარგად კვებავენ და სანერვიულო არაფერი აქვს, ბაღში ვარჯიშობს კიდეც.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ მამა, ცნობილი ექიმი და ლექტორი პან­სი­ო­ნატ­ში წა­იყ­ვა­ნა. ნა­ნი­კო ამის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქ­ის“ პირად გვერდზე წერდა და საზოგადოებას სთხოვდა, ამისთვის არ გაეკიცხათ.

ნა­ნი­კო აღ­ნიშ­ნავდა, რომ მის მა­მას ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა აქვს და ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ის თავს უკეთ იგრძნობდა პანსიონატში, რადგან ამ მდგომარეობაში მისი თუნ­დაც მომ­ვლელ­თან ერ­თად სახ­ლში მარ­ტო და­ტო­ვე­ბა რის­კია.

სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან ტელეწამყვანმა მხოლოდ დადებითი გამოხმაურება მიიღო. საზოგადოების ნაწილმა საკუთარი გამოცდილებაც კი გაუზიარა ამ მძიმე სენთან ბრძოლაში და ნანიკოს გადაწყვეტილება შეუქო.

ნანიკო ხაზარაძე წლებია მედიასივრცის შეუცვლელი მუშაკია. კარიერა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც საქართველოში მასმედია განვითარების პირველ საფეხურებს გადიოდა. პოპულარული ტელეწამყვანი ბევრი ადამიანის საყვარელ ტელესახედ იქცა. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა ახალი საავტორო გადაცემა „საიმედო რეკომენდაციები“ დაიწყო. ტელესახე მხოლოდ საინტერესო რჩევებით არ შემოიფარგლება და მაყურებელს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხზე საკუთარ გამოცდილებას პირდაპირ ეთერში უზიარებს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2213)

მთავარი თემები