12:33 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართული სამზარეულო (32)
6410

სტრატეგიის ავტორები გეგმავენ ტურიზმის კონცეფციის სრულად გადახედვას და საქართველოს კულინარიულ ტრადიციებსა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნებაზე ყურადღების გამახვილებას.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოში აგროტურიზმის განვითარების ახალი ერთობლივი ინიციატივით გამოდიან,  განაცხადეს FAO-ს თბილისის ოფისში. 

ინიციატივა მიმართულია საქართველოს სტაბილური გასტრონომიული ტურიზმის ადგილად გარდაქმნისკენ. სტრატეგიის ავტორების შეთავაზებაა ტურიზმის კონცეფციის სრულად გადახედვა და საქართველოს კულინარიულ ტრადიციებსა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნებაზე ყურადღების გამახვილება. მათი კონცეფციის საფუძველია იდეები, რომელთა რეალიზებაც უკვე მოხდა მონტენეგროში.

სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება – ისეთი ქართული ტრადიციული კერძების რეპუტაციის დაცვაა, როგორიცაა თუშური გუდის ყველი ან სულუგუნი.

EBRD და FAO ასევე დაეხმარებიან ტრადიციული პროდუქტების (მაგალითად, იშვიათი სახეობის ყველის) მწარმოებელ მცირე საწარმოებს სასტუმროებთან, რესტორნებთან და კაფეებთან ურთიერთობების დალაგებაში. ამისთვის მოხდება ბაზრის შესწავლა.

სტრატეგიის ავტორების აზრით, კორონავირუსის პანდემია სტაბილური აგროტურიზმის განვითარებისთვის საუკეთესო დროა. მათი განცხადებით, საქართველო შეძლებს მოგზაურებს შესთავაზოს „ღირსშესანიშნაობების დიდი არჩევანი და ღონისძიებები ღია სივრცეში“.

პროექტი განხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ელკანასთან“, Slow Food-თან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.

თემები:
ქართული სამზარეულო (32)

მთავარი თემები