23:28 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2130)
68 0 0

მაისის შემდეგ, როდესაც ყვარელში კორონავირუსი პირველად სასწრაფოს ექიმს დაუდასტურდა, მუნიციპალიტეტში ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ყვარელში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ყვარელში კორონავირუსი 24 სექტემბერსაც დადასტურდა. მაისის შემდეგ, როდესაც კორონავირუსი სასწრაფოს ექიმს დაუდასტურდა, ეს მუნიციპალიტეტში ინფიცირების მესამე შემთხვევაა.

ინფიცირებულების ნიმუში გამოსაკვლევად თბილისში იყო გაგზავნილი. მათ სამკურნალოდ თბილისში გადაყვანა იგეგმება.

ამ დროისთვის, ყვარელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. რეგიონში კორონავირუსზე უფასო „პისიარ“ ტესტირება და თერმოსკრინინგი რამდენიმე ლოკაციაზე - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მიმდინარეობს.

დღევანდელი მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 54-ს შეადგენს.

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, გარდაიცვალა – 27, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2130)

მთავარი თემები