სახანძრო-სამაშველო ძალებს ახალი სპეცტექნიკა შეემატა: ვიდეო

© Ministry of Internal Affairs of Georgia / FB საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამსრომლები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამსრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
IVECO MAGIRUS-ის ფირმის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე 64 მეტრის - დაახლოებით 20 სართულიანი კორპუსის - სიმაღლეზე იშლება და აღჭურვილია ლიფტით

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი სპეცტექნიკა შეიძინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი შენაძენია სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე. IVECO MAGIRUS-ის ფირმის ავტოკიბე 64 მეტრის სიგრძეზე იშლება და ის მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის ეფექტიანობას მაღალსართულიანი შენობების ხანძრის ქრობის სამუშაოების დროს.

ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ ტექნიკასთან სამუშაოდ გერმანელმა ინსტრუქტორმა გადაამზადა. ავტოკიბის გაშლა ხდება როგორც ავტომატურად, ასევე მექანიკურად. მას გააჩნია ლიფტიც, რომელიც, საჭიროების შეთხვევაში, მოქალაქეების ევაკუაციას გააადვილებს.

„2020 წლის დასაწყისში საქართველოში შემოვიდა 30 უახლესი, MAGIRUS-ის მარკის სპეცტექნიკა, რომელიც განაწილდა თბილისში, სიღნაღში, რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. სამსახურს ამერიკელმა პარტნიორებმა 2020 წელს გადმოსცეს RENAULT-ის მარკის ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილი და სამი მაღალი გამავლობის მანქანა, რომელიც აბასთუმნის განყოფილებას გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, 2020 წლის აგვისტოში, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა უახლესი, მაღალი გამავლობის, სამაშველო ავტომობილი. ამის პარალელურად, უკვე განახლდა FORD CARGO-ს ტიპის 19 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტომობილი, რომლებიც გადაეცა სახანძრო-სამაშველო ძალებს: მცხეთაში, ხევსურთსოფელში, მარნეულში, კოდაში, გორში, ხაშურში, კასპში, აბაშაში, სენაკში, სიღნაღში, საგარეჯოში, გურჯაანში, ამბროლაურში, ბათუმში, ბორჯომსა და ქუთაისში.

ყველა ახალი ამბავი
0