21:22 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2215)
330 0 0

კლინიკის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 ორსულიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კოვიდინფიცირებული ორსული პაციენტები იმყოფებიან, სამი ჩვილი დაიბადა - არცერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პირველი არხის ინფორმაციით, ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ.

კლინიკის დირექტორის, ნუგზარ პაპავას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 ორსულიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

„სამი ახალშობილის ტესტის პასუხებს ველოდებოდით და ყველას უარყოფითი აქვს. საერთო ჯამში, ჩვენს კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმეა მოთავსებული. აქედან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან პაციენტს ხველება და ცხელება აღენიშნება, იგი 22 კვირის ფეხმძიმეა. სხვა ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან აჭარაში - 166.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, შესწავლილი იყო 4 000-მდე PCR-ტესტის ნიმუში.

რეგიონის რვა კლინიკაში 484 პირი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში რჩება 902 ინფიცირებული, ბინაზე კი 350 პაციენტი მკურნალობს.

ინფიცირებულთაგან 100-მდე არასრულწლოვანია.

დღეს საქართველოს მასშტაბით გამოჯანმრთელდა სულ 60 პაციენტი, აჭარაში - 20, აქედან 10 კლინიკიდან გაეწერა, 10-მა კი კოვიდსასტუმრო დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკებში თავისუფალია 92 ადგილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, გარდაიცვალა – 27, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

კორონავირუსი და სიკვდილი: ჯანმო COVID-19-ით ორ მილიონ მსხვერპლს წინასწარმეტყველებს >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2215)

მთავარი თემები