12:46 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
63 0 0

ფორუმი ყოველწლიურად ჩატარდება და მისი ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი იმართება, რომლის ორგანიზატორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.   

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. საკუთარ გამოსვლაში მან აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულების სრულყოფა, ვინაიდან კიბერსივრცე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

„კიბერსივრცე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კიბერსივრცეში ყოველდღიურად ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც წარმოადგენს არსებით ელემენტს მთავრობების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული სამსახურები არაერთხელ გამხდარან კიბერთავდასხმის ობიექტი.

ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მისი განცხადებით, ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების სფეროში საკუთარი პოზიციები გააძლიერა, თუმცა სასურველია, რომ იგი უფრო გაძლიერდეს. 

„ეს ურთულესი მიმართულებაა... ძალზე მნიშვნელოვანია მისი გაძლიერება. გუშინ ეს მიმართულება გაცილებით სუსტი იყო, დღეს ჩვენ შედარებით ძლიერები ვართ, მაგრამ გვსურს, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდეთ“, – განაცხადა გომელაურმა.

როგორც მან აღნიშნა, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით უკვე შემუშავებულია გარკვეული სტრატეგია და ეს ფორული ამის წარმატებული შედეგია.

„თქვენ ხედავთ, თუ რამდენად დიდი ინტერესი გამოიწვია დღევანდელმა დღემ. ამაზე მეტყველებს ფორუმზე ელჩების, სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების ყოფნა, რომლებიც ამ სფეროსადმი ინტერესს იჩენენ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მინისტრმა.

ფორუმი ყოველწლიურად ჩატარდება და მისი ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა.

მთავარი თემები