04:46 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2145)
105 0 0

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს-ცენტრი უარყოფს მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამ ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს-ცენტრი უარყოფს მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამ ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. 

„ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან ამ დღეებში დაბრუნდა. თავად მიტროპოლიტი გერასიმე PCR–ტესტის ჩატარებას დღეს გეგმავს“, – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, PCR–კვლევა ჩაუტარდა ინფიცირებული მესანთლე ქალის კონტაქტებს. მათი პასუხები უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ამ დროისათვის თვითიზოლაციაშია ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2145)

მთავარი თემები