18:55 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2235)
41000

ელეგანტურმა მოდელმა პანდემიის პერიოდში ახალი ინტერესი აღმოაჩინა. კრისტი ყიფშიძე ფერმერობით არის დაკავებული, პირველი მოსავალი საკუთარ ეზოში მოიწია.

კრისტი ყიფშიძის სილამაზის საიდუმლო ჯანსაღი საკვები და დაბალანსებული რაციონია. შეზღუდვების პირობებში მოდელმა საკუთარი თავისთვის ახალი ჰობი აღმოაჩინა და პირველი შედეგიც მიიღო. „გემრიელი“ გატაცება ფერმერობას ეხება. მან საკუთარ ეზოში მიწა გამოყო და უკვე პომიდვრის მოსავალიც მიიღო. „პირველი პომიდორი „ჩერი“ ჩემი ბაღიდან“, – დაწერა მოდელმა.

View this post on Instagram

☕️☕️☕️

A post shared by Kristi Kipshidze (@kristikipshidze) on

კრისტი ყიფშიძის განუმორებელი გარეგნობა და ბუნებრივი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. მოდელის გენეტიკური სილამაზე თვალშისაცემია. ძველი და ახალი ფოტოების შედარებისას მარტივად მიხვდებით, რომ ყიფშიძეების ყოფილი რძალი პლასტიკური ქირურგიის მოყვარული არ არის. როგორც ჩანს, ის ესთეტიკური ცენტრების ხშირი მომხმარებელიც არ არის. თინეიჯერობის ასაკის სურათსა და დღევანდელს შორის დიდი განსხვავება არ შეიმჩნევა.

მსახიობი გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეზე ადრეულ ასაკში დაქორწინდა. თბილისში გაზრდილი სომხური წარმომავლობის მოდელი უცხო გარეგნობით გამოირჩევა. მას ხშირად ესპანელ მსახიობს პენელოპა კრუზს ადარებენ. წყვილს ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავს, რომელმაც სკოლა ახლახან დაამთავრა და მომავალი ციფრულ მედიას დაუკავშირა.

View this post on Instagram

რომელი?

A post shared by Kristi Kipshidze (@kristikipshidze) on

1994 წლიდან ქართული პოდიუმის უცვლელი სახე კრისტი ყიფშიძე 42 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სარეკლამო ფოტოსესიებსა თუ ქართული დიზაინერების ჩვენებებში დღემდე აქტიურად მონაწილეობს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2235)

მთავარი თემები