08:03 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2256)
2552 0 0

ყოფილი ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და უჩვეულო ინფორმაციას აქვეყნებს. ნახეთ რას წერს ხატია სიჭინავა.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლო გადადებას ეხმაურება და წერს, რომ აღსასრული ახლოა, მალე მთელ მსოფლიოს ერთი მმართველი ეყოლება და ადამიანები დაიჩიპებიან.

სიჭინავა ფიქრობს, რომ სკოლა არ დაიწყება არც ოქტომბერში, არც ნოემბერში და ეს არ არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, რადგან მოკლე დროში მთავრობაც არ გვეყოლება, რადგან მალე მსოფლიო გაერთიანდება და ვერაფერი შეცვლის წინასწარმეტყველებას, რომელიც ბიბლიაშია.

„ვიღაცები წავალთ მიწაზე სახლებს გავამაგრებთ, როგორც ეს უკვე დიდი ხნის წინ გვითხრა პატრიარქმა და გვიწინასწარმეტყველა მამა გაბრიელმა და წმინდა ბერებმა. ვიღაცეები აიცრებიან, დაიჩიპებიან და უკვე მერამდენედ უარყოფენ ღმერთს. დღეს ჩემმა ქმარმა მითხრა, შეუცნობელია ღვთის გზები, იქნებ ამ ასწლეულში არ მოხდეს და ავცდეთო, მაგრამ როგორც მამა გაბრიელმა თქვა, ის კარებთან დგას, კი არ გიკაკუნებთ, კარებს ანგრევს და ელოდება თქვენს მიპატიჟებას, რომ კარი გაუღოთ!“ – წერს ხატია სიჭინავა.

View this post on Instagram

სიყვარული არის ...

A post shared by ხატია (@katiesihinava) on

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ოთხი შვილის მშობლები არიან. ნანატრი ბიჭის მშობლები 11 მაისს გახდნენ. ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2256)

მთავარი თემები