13:40 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

წელს მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რადგანაც COVID-19-ისა და სხვა სეზონური ვირუსების სიმპტომები მსგავსია.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. პანდემიის პირობებში წლევანდელი ზამთარი მარტივი არ იქნება, მიაჩნია ქართველ პედიატრ მაია ხერხეულიძეს.

მისი თქმით, სეზონურ გრიპთან და სხვა რესპირატორულ დაავადებებთან ერთად, ამ ზამთარში კორონავირუსით ინფიცირების რისკი იქნება.

„წელს განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება როგორც მშობლებს, ასევე ექიმებს, რადგან ხშირ შემთხვევაში კორონავირუსული ინფექცია და მისი მიმდინარეობა, განსაკუთრებით ბავშვებში, არ განსხვავდება სხვა ბანალური ვირუსული ინფექციებისგან“, – განაცხადა ხერხეულიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსულ ინფექციასთან განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო, რამდენადაც COVID-19 ბოლომდე შესწავლილი არაა. 

„დასაწყისში გვეგონა, რომ ბავშვებში ეს ვირუსი არ არსებობს, მერე ვნახეთ, რომ თურმე ისინიც ინფიცირდებიან, თუმცა, შედარებით მსუბუქად. შემდეგ ვნახეთ, რომ გართულებაც შესაძლებელია, ანუ ჩვენ გზადაგზა ვსწავლობთ რაღაცებს, ამიტომ ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია“, – განაცხადა პედიატრმა.

ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს განკარგულებაში იქნება გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასი დოზა. ვაქცინა ფრანგული წარმოებისაა, იგი გათვლილია რისკ-ჯგუფებზე, რომლებსაც ყოველ წელს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული იმუნიზაციის კომიტეტი განსაზღვრავს.

რისკ-ჯგუფში პირველ რიგში შედიან ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შეძენის საკითხზე მუშაობს.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ უკვე 100 ათასი დოზა შეიძინა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

მთავარი თემები