Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილების მოდური ბაბუა – აი ვის ჰგვანან მოდელი დები

© Photo: Nini Gogichaishvili / FBნანუკა გოგიჩაიშვილი, ნათია ბანძელაძე, გიორგი გოგიჩაიშვილი და ნინი გოგიჩაიშვილი
ნანუკა გოგიჩაიშვილი, ნათია ბანძელაძე, გიორგი გოგიჩაიშვილი და ნინი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგიჩაიშვილების ოჯახის უფროსი წევრი შეუდარებლად გამოიყურება. მოდელების ბაბუის შთამბეჭდავი „ლუქი“. ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

მოკრძალებული ჯვრისწერის შემდეგ გოგიჩაიშვილების ოჯახი დედაქალაქს დაუბრუნდა. ნანუკა და ნიკოლოზ ნაყოფია ოფიციალურად ცოლ-ქმარი არიან. წყვილს ალავერდის მონასტერში ჯვრისწერა ვიწრო წრეში ჰქონდა. მათ კახეთში მხოლოდ ახლო ნათესავები ახლდნენ. ნანუკამ აღნიშნა, რომ ქორწილი არ იქნება, მიზეზი, ბუნებრივია, პანდემიაა.

ნანუკა გოგიჩაიშვილმა მოდური ბაბუის ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა. ოჯახის ხანდაზმული წევრი მოდელის ძაღლს ასეირნებს და შეუდარებლად გამოიყურება.

პოპულარულ ოჯახში რამდენიმე თვის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა. რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გიორგი გოგიჩაიშვილის ორგანიზმმა სენს ვერ გაუძლო. მისმა გარდაცვალებამ გული მთელ ქვეყანას დასწყვიტა. მსახიობის კეთილი როლები, ბავშვების უკიდეგანო სიყვარული და გულახდილი ღიმილი ყველას კარგად დაამახსოვრდა. მისი უბოროტო და ყველას მიმართ ყურადღებიანი ხასიათი ბევრისთვის მაგალითად იქცა. გოგიჩას ადამიანები არასდროს დაივიწყებენ, რადგან ის ბავშვობის უდარდელ წლებთანაა დაკავშირებული.

View this post on Instagram

1. #❤️🪐♾

A post shared by Leonard Cohen Was Right (@ninigogicha) on

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გასული წლის ივლისში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვილს, ბავ­შვე­ბის­თვის, მისი პა­ტა­რა მა­ყუ­რებ­ლის­თვის კი უბ­რა­ლოდ გო­გი­ჩას 49 წლის ასაკ­ში გან­საც­დე­ლის პე­რი­ო­დი და­უდ­გა. ჯერ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე გა­და­ცე­მა „ყო­ჩა­ღე­ბის ქუჩა“ და­უ­ხუ­რეს, შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ჩე­ნილ მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა დას­ჭირ­და. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უცხო­ეთ­ში, სტამ­ბუ­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და. ეს ავად­მყო­ფო­ბა მისი ოჯა­ხის­თვის მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნა­სა­ვით იყო. მკურნალობის შემდეგ ერთი პერიოდი მსახიობი თავს კარგადაც გრძნობდა, თუმცა ბოლო თვეები მდგომარეობა გაუარესდა და ის გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0