ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1643 პაციენტი.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ. 

PCR–ტესტირება ბათუმში - Sputnik საქართველო
გაქვთ თუ არა კორონავირუსი: მსურველებს თბილისში COVID-19-ზე ტესტის ჩატარება შეუძლიათ

ენდელაძის ინფორმაციით, მამაკაცი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 18 აგვისტოს მოათავსეს. მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, ახალი ნაოპერაციები იყო და მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მას ძალიან მძიმე ფონური დაავადებები აღენიშნებოდა – ხორხის კიბო ჰქონდა და ახალი ნაოპერაციები იყო. კლინიკაში შემოსვლისთანავე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, გულოზური ემფიზემა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედაწილოვანი თრომბოემბოლია. კორონავირუსის მხრივ მისი მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა, რადგან 3, 4 და 11 სექტემბერს ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითი იყო, მაგრამ მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა. ბოლო დღეებში ასევე ხუთით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობაც.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1643 პაციენტი, გარდაიცვალა 24 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0