იგეგმება თუ არა თბილისში საველე კარვების მოწყობა? – გამყრელიძის განმარტება

© Sputnik / Seyran Baroyanსაველე კარავი
საველე კარავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 218-ით გაიზარდა, მათგან 48 თბილისში დადასტურდა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისში ამ დროისათვის საველე კარვების მოწყობა არ იგეგმება, განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია შესაბამისი სივრცე, სადაც დღეს და ხვალ მოქალაქეებს ტესტის გაკეთების საშუალება ექნებათ. კვლევა დაახლოებით 1000 ადამიანზე ჩატარდება, რათა დადგინდეს, რა ინტენსივობით ცირკულირებს ქვეყანაში ინფექცია. 

ბორჯომი და ქართული ლიმონათი სუფრაზე - Sputnik საქართველო
დაბადების დღის კლასტერი – სოფელი დიღომი ეპიდემიოლოგების ყურადღების ქვეშაა

„გვსურს თბილისში ინფექციის ცირკულირების ინტენსივობა გავზომოთ. ამიტომაც მოგიწოდებთ ჩაერთოთ ჩვენს კვლევაში. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია შესაბამისი სივრცე, ნებისმიერ მსურველს დღეს და ხვალ შეუძლია მისვლა და ტესტის ჩატარება, რომლის პასუხიც ცნობილი მეორე დღესვე იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საველე კარვები ამ დროისათვის აჭარის რეგიონში, კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთშია განთავსებული. გაფართოებული ტესტირების ფარგლებში ნებისმიერ მსურველს PCR–ტესტის გავლა უფასოდ შეუძლია. საკოორდინაციო საბჭომ აჭარის რეგიონში საველე კარვების განთავსების გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემთხვევების ზრდისა და ზაფხულის სეზონზე აჭარაში დამსვენებლების რიცხვის მატების გამო მიიღო.

დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 218-ით გაიზარდა, მათგან 48 თბილისში დადასტურდა. დღეს ასევე დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების სამი ფაქტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3913-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1574, გარდაიცვალა 23. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0