05:25 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა, თბილისის გარდა, აღნიშნული მოთხოვნით საპროტესტო აქციები უკვე გამართეს ქუთაისსა და ბათუმშიც.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა – აქციის მონაწილეები საყოველთაო ამნისტიას მოითხოვენ. 

პატიმრების დედებმა პარლამენტის წინ შიმშილობა 8 სექტემბერს დაიწყეს. მათი განცხადებით, საპატიმროებში დიდი რაოდენობით მსჯავრდებული იმყოფება, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კი პაემნები აკრძალულია ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით. აქციის მონაწილეების მტკიცებით, საპროტესტო აქცია იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩემი შვილი მძიმედ ავადაა, ჩემი მოთხოვნაა – საპატიმროში მისი ყოფნის ვადის გადახედვა, მის გამოჯანმრთელებამდე სასჯელის ვადის გადავადება. ისინი ამბობენ, რომ მას მკურნალობენ. მათ არ შეუძლიათ მისი მკურნალობა, ციროზის მკურნალობისთვის ღვიძლის გადანერგვაა საჭირო“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სვეტლანა გუჯეჯიანმა.

საქართველოში ბოლო საყოველთაო ამნისტია 2013 წელს განხორციელდა, მაშინ საპატიმროები 5 ათასმა პატიმარმა დატოვა.

მთავარი თემები