06:33 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2132)
138 0 0

საქართველო ნაკლებად დაზარალდა პანდემიისგან, მაგრამ სექტემბერში ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად იზრდება, განაცხადა გერმანიის საგარეო უწყებამ.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ ამის მწვავე აუცილებლობა არ იქნება, თავი შეიკავონ საქართველოში ტურისტული მიზნით გამგზავრებისგან, აღნიშნულია გერმანული უწყების განცხადებაში.

მოგზაურებს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან საქართველოში ჩამოსვლა 8 ივლისიდან შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ. ამისთვის მათ უნდა წარმოადგინონ პასპორტი და PCR–ტესტი. გამოფრენამდე მათ ელექტრონული ფორმით უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია და კონტაქტები საქართველოში.

გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო პანდემიისგან ნაკლებად დაზარალდა, მაგრამ სექტემბერში ინფიცირების შემთხვევებმა რეკორდულად დაიწყო ზრდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრები სხვა ქვეყნებთან 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე იქნება დაკეტილი. გამონაკლისი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და მათი ოჯახების წევრებზე, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენლებზე. საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის მიღების შემდეგ ამ პირებმა კარანტინი უნდა გაიარონ, თუმცა გამონაკლისია დაშვებული ხანმოკლე საქმიან ვიზიტებზე. ასეთ შემთხვევაში პირი კარანტინის ნაცვლად ყოველ 72 საათში ერთხელ ტესტს გაივლის.

უფრო ადრე საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შედიოდა, რომლებთანაც გერმანიამ ე.წ. ტურისტული მწვანე დერეფანი გახსნა ლოკდაუნის შემდეგ.

ხვალიდან ხუთი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას კარანტინის გარეშე შეძლებენ>>

საქართველოში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები სექტემბერში მკვეთრად გაიზარდა. დღეს მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა – 218. „ცხელი წერტილი“ კვლავ აჭარაა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2132)

მთავარი თემები