Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არ ღირდა არც ის ბოდიში...“ – ცნობილები ნინი ბადურაშვილის გარშემო გაერთიანდნენ

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ადამიანები მხარდაჭერას უცხადებენ მომღერალ ნინი ბადურაშვილს, რომელმაც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი კომენტარის გამო დააბულინგა, თუმცა შემდეგ ბოდიში მოუხადა.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. მეორე დღეა მომღერალი ნინი ბადურაშვილი თავისი დაუფიქრებელი კომენტარის გამო საჯარო ბულინგის მსხვერპლია.

ნინი გადაცემა „კაცების შოუს” სტუმარი იყო. „ფეისბუქზე“ კომენტარებში ერთი გოგონას მიწერილ კომენტარს – „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ ასე უპასუხა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!” და თან გოგონას ფოტო დაუდო. ნინიმ მოგვიანებით მას ბოდიში მოუხადა.

მომღერლის გარშემო ატეხილ სკანდალს მეგობარი და კოლეგა ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ქრისტინე ვერ ხვდება, რატომაა ჩვეულებრივი მოქალაქის „ბულინგი” – ბულინგი, ხოლო თუ ეკრანზე ჩანხარ, ვალდებული ხარ გაუძლო ყველაფერს.

„კლიპი ან გადაცემა არ მაქვს დადებული, რომ წამებში ან ვირი ვარ, ან ცხენი, ჩოჩორი, ძროხა და რა შეფასება აღარ წამიკითხავს ჩემ თავზე. იმ დანარჩენ მთავარ სიტყვებს არ დავწერ (მაინც ბავშვებიც არიან სოც ქსელში) მაგ დროს სად ხართ ხოლმე ეგ დამცველები? ეს „ბულლინგი”-ს კანონები „ცნობადებზე” არ ვრცელდება?“ – წერს მომღერალი.

ქრისტინეს სტატუსს ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ, რომლებიც, როგორც ჩანს, ბულინგის მსხვერპლი ხშირად არიან. „ჩემი ლანძღვა გრძელდება წლები. ნუ მახინჯი და დებილი რომ ვარ გავიგეთ, და ეს ყველაფერი ანგელოზური სიმშვიდით რომ უნდა ავიტანო ეგეც გავიგე, მაგრამ საკმარისია ხმა ამოიღო და „რა ცუდი ადამიანი ხარ“, – წერს მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი.

„სამწუხაროდ სრული სიმართლეა და იცი შენ ამის პასუხი ეს არის ხელმოცარულთა კლუბი, რომელსაც საქმე არ აქვთ და მუშაობენ ამ მიმართულებით,ამ სპეციალობით. შენ ხარ ლამაზი,ნიჭიერი მუსიკოსი და მაგარი გოგო ალბათ ეს დააშავა ღმერთმა, რომ ამ ყველაფრით შეგამკო“, – წერს მომღერალი ზურა ხაჩიძე.

„აი ამის დაწერა მინდოდა გუშინდელიდან შენ გაიხარე“, – წერს ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე.

„არ ღირდა არც ის ბოდიში. უარესი მოიტანა. ახლა ტრაბახობენ ჩვენ მოვახდევინეთ ზეწოლითო. ერთი კონკრეტული კლასტერი პოსტავს აშკარად ნეგატიურს და ბევრად უარესებს თან, რაზეც ვითომ სხვას ედავებიან“, – წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0