მყვინთავ მაშველებს ხელფასები გაუორმაგდათ

© Sputnik / Alexander Imedashviliსამაშველო ოპერაცია მდინარეზე
სამაშველო ოპერაცია მდინარეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული სიახლეები მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გააცნო.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული სიახლე მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სახანძრო-სამაშველო ძალების უფროსთან დავით სუხიშვილთან და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსთან ავთო თუთისანთან ერთად გააცნო.

„განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე მყინთავ მაშველებს ხელფასი გაეზარდათ 100 პროცენტით“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, ხელფასის გაზრდა მყვინთავთა რთული პროფესიის გათვალისწინებით მოხდა.

მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კიდევ გაგრძელდება რეფორმები, რომლებიც მაშველების სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

შეხვედრას დისტანციურად დაესწრნენ დასავლეთ საქართველოს განყოფილების მყვინთავი მაშველები.

ყველა ახალი ამბავი
0