მარინა ეზუგბაია: საქართველო კვლავ „მწვანე ზონაში“ იმყოფება

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება. ამასთან, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მე-20 პაციენტი გარდაიცვალა.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ უსაფრთხო, ე.წ. მწვანე ზონაში რჩება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 193-ით გაიზარდა. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ვინ არის საქართველოში კორონავირუსის მეოცე მსხვერპლი

„საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება – მილიონ მოსახლეზე პაციენტების რაოდენობითა და გარდაცვალების მაჩვენებლით კვლავ უსაფრთხო ზონაში ვრჩებით, ვნახოთ, დინამიკა როგორი იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისი განცხადებით, ქვეყანაში 12 სექტემბრიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების სამნიშნა რიცხვები ფიქსირდება, თუმცა მაჩვენებელს 200-სთვის არ გადაუჭარბებია, რაც სტაბილურ მაჩვენებელზე მიუთითებს.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება, სადაც ეპიდემიოლოგების აქტიური მუშაობის შედეგად რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.

„ცხელ წერტილად ისევ აჭარის რეგიონი და დასავლეთ საქართველო რჩება. თუმცა, აჭარაში ვირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება... კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვან რეგულაციები – პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან  92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება. ამასთან, საქართველოში კორონავირუსიგან კიდევ ერთი, მე-20 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3695 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0