აჭარის შემდეგ იმერეთი – რეგიონების მიხედვით კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკა

გამოწერა
ამ დროისათვის კლინიკებსა და კოვიდ–სასტუმროებში, სადაც მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები გადაჰყავთ, კორონავირუსის დიაგნოზით 2133 პაციენტი მკურნალობს.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან. 

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 53 – იმერეთი, 31 – თბილისი,  8 – სამეგრელო-ზემო სვანეთი, 7 – გურია, 1–1 რაჭა-ლეჩხუმი და მცხეთა-მთიანეთი. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ვინ არის საქართველოში კორონავირუსის მეოცე მსხვერპლი

ამ დროისათვის კლინიკებსა და კოვიდ–სასტუმროებში, სადაც მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები გადაჰყავთ, კორონავირუსის დიაგნოზით 2 133 პაციენტი მკურნალობს. მათგან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 80-ს აღწევს. 

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ორი კი მძიმე პაციენტია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3695 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი. გარდაცვლილია – 20, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0