17:17 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2236)
107 0 0

ვიდრე არ გაირკვევა როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა სკოლაში, დაწესებულება დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. სენაკის საჯარო სკოლაში, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, განაცხადა სენაკის საგანმანათლებლო რესურ-ცენტრის უფროსმა დარეჯან ზარანდიამ. 

ეპიდემიოლოგების ვარაუდით, მასწავლებელს ვირუსი სენაკელი ქალისგან გადაედო, რომელიც დადასტურებულ შემთხვევას წარმოადგენს, მოსწავლეები კი მისი კონტაქტები არიან. სკოლის ყველა მოსწავლეს და პედაგოგს PCR-ტესტი უკვე ჩაუტარდა – პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

„აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სსექტემბერს ჩვეულ რეჟიმში განახლდა. ამ ეტაპზე კი სკოლის მთლიანი შემადგენლობა – მოსწავლეები და პედაგოგები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ვიდრე არ გაირკვევა როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა სკოლაში, დაწესებულება დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს“, – განაცხადა ზარანდიამ. 

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რვა ქალაქის – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 193-ით გაიზარდა და 3695-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2236)

მთავარი თემები