ახალგაზრდობის სააგენტომ დაიწყო პროექტი „ინოვაციური ცენტრი მომავლისთვის“

© photo: Sputnikმესტია
მესტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოს უფლებამოსილებში შედის ახალგაზრდული პოლიტიკის ჩამოყალიბება და მის განხორციელებაში მონაწილეობა, მთავრობის დახმარება ახალგაზრდობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად რეგიონულ ტურს ახორციელებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სააგენტოს წარმომადგენლებმა გახსნეს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი „ინოვაციური ცენტრი მომავლისთვის“. 

ახალგაზრდები - Sputnik საქართველო
„ახალგაზრდული მუშაკი“ – საქართველოში ახალი პროფესია ინერგება

პროექტი მიზნად ისახავს მესტიის მუნიციპალიტეტის შვიდ სკოლაში 14-დან 29 წლამდე 150 ახალგაზრდის გადამზადებას, მათთვის STEM განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პროგრამირებისა და რობოტექნიკის კურსის სწავლებას.

10-თვიანი კურსის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეები მიღებული ცოდნის გაზიარების მიზნით მესტიის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ, სადაც შექმნიან კლუბებს და მენტორობას გაუწევენ კლუბის წევრებს.

ახალგაზრდობის სააგენტო ქვეყნის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია, სააგენტოს უფლებამოსილებაში შედის ახალგაზრდული პოლიტიკის ჩამოყალიბება და მის განხორციელებაში მონაწილეობა, მთავრობის დახმარება ახალგაზრდობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

სააგენტო შექმნის პროგრამებსა და რეკომენდაციებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის შესახებ და ხელს შეუწყობს პროფილური კლუბებისა და სტუდიების ჩამოყალიბებას.

მილიონიანი ფონდის სახსრები მიმართულია ახალგაზრდული ორგანიზაციების განმტკიცების, ახალგაზრდობის ინიციატივების მხარდაჭერისა და მათი რეგიონის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართვისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0