19:25 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2267)
588110

ლელა წურწუმიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ახალ გადაცემას ხელმძღვანელობს. გადაცემის წამყვანი თავად პოპ-დივაა. დრამატული ისტორია მომღერლის კარიერიდან. რა შეემთხვა ერთ-ერთ კონცერტზე გამორჩეულ არტისტს?

10 წუთიანი მონოლოგი და დაუჯერებელი ისტორია - ლელა წურწუმიას ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები. პოპ-დივამ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და რთული კონცერტი გაიხსენა. საკუთარ გადაცემაში მომღერალი მტკივნეულ თემებს შეეხო. მომღერლის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ხმა დაკარგა და ამას ძალიან განიცდიდა, სოლო კონცერტიც კი ჩაატარა იმის ფონზე, რომ კულისებში ექიმი ელოდებოდა და წამალს ასმევდა, თუმცა გარისკა, ოპერაცია გაიკეთა თურქეთში და ორ თვეში ხმაც დაუბრუნდა. ამ პერიოდში ლელას ცხოვრებაში „კეთილმოსურნე“ ადამიანებიც გამოჩნდნენ. მისი თქმით, სრულიად უცნობი ადამიანები წურწუმიას მიუთითებდნენ ხმის ტემბრზე და აღნიშნავდნენ, რომ მას კაცის ხმა აქვს და სასცენო კარიერის დატოვების დროა.

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტად რჩება. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის განმავლობაში 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ კომპოზიტორების და მათ მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს.

View this post on Instagram

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

მამულიჩას პირველი ხანმოკლე ქორწინებიდან ერთი ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. ორი წლის წინ პროდიუსერი ბაბუა გახდა. ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2267)

მთავარი თემები