სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე სამი გამარჯვებული დირექტორი - გრანპრისა და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი გამოვლინდა, იუწყება პირველი არხი.

გრანპრის მფლობელი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა გომართელი გახდა, ხოლო სპეციალური პრიზები მოიპოვეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა გელა მაჭარაშვილი და  მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვარდენ ნიქაბაძემ.

გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა

გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცა 5 ათასი ლარი, ხოლო სკოლას სპეცპროექტის განსახორციელებლად 30 ათასი ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი, პრიზის სახით გადაეცათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი კი 25 ათას ლარს შეადგენს.

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი 19 სექტემბერს, განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

კონკურსის მიზანია წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის, ასევე სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსის სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი (ctc), „თიბისი ბანკი“, ტელეკომპანია „იმედი“, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media“.

 

ყველა ახალი ამბავი
0