22:00 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2247)
22111

ალექსანდრა პაიჭაძის მოულოდნელი აღიარება. სოციალური ქსელის მომხმარებლის კითხვა და მოდელის გულწრფელი პასუხი დაოჯახებასა და ქორწინებაზე. რა გარდატეხა განიცადა ალექსანდრამ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და რატომ აქვს მას ქორწინების ფობია?

ალექსანდრას გარშემო უამრავი ქალი გაერთიანდა. მის გვერდს მამაკაცები უფრო მეტი რაოდენობით ათვალიერებენ, თუმცა ქალბატონებისთვის ალექსანდრა ერთგვარ მოტივატორად იქცა. „ჩემი ქაოსის დალაგების პარალელურად დავიწყე აქცენტის გაკეთება მამაკაცის ღირსებებზე, გონებით წარმოვიდგენდი, როგორი ბევრნი არიან ჩემს გარშემო ნამდვილი, გალანტური, განათლებული, საინტერესო, ღრმა, ნიჭიერი, მონდომებული, თავდაჯერებული, უსაფრთხო მამაკაცები და უფრო მეტადაც გამრავლდა ეს ხალხი რეალურ ცხოვრებაშიც...“ – წერდა  პაიჭაძე.

რამდენიმე თვის წინ ალექსანდრამ აღიარა, რომ ბევრი მუშაობა მოუხდა იმაზე, რათა მამაკაცების მიმართ შინაგანი ბრაზი დაეძლია. მოდელი ცეცხლოვანი და მომხიბლავი იმიჯით გამოირჩევა. რამდენიმე პროფესიის მქონე სატელევიზიო სახე კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოქცეულა, მაგრამ ამჯერად მისი სოციალური ქსელის მიმდევრები კრიტიკას ვერ მალავენ.

ამჯერად ალექსანდრას გვერდი თაყვანისმცემლების კითხვებმა დაიპყრეს. უამრავ თაყვანისმცემელს შორის ერთ-ერთი „ფოლოვერი“ განსაკუთრებულად იმედგაცრუებული აღმოჩნდა. „თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სიყვარულის გვეშინია“, - ანონიმურად მიწერა სოციალური ქსელის მიმდევარმა ალექსანდრას. 

View this post on Instagram

🍾🥂 🦋 #mebyhim

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze) on

ამასთან დაკავშირებით ალექსანდრამ კითხვას ვრცლად უპასუხა. „ერთმანეთის სიყვარულის გეშინიათ თუ ზოგადად სიყვარულის? მე, მაგალითად, ქორწინების ფობია მაქვს. მგონია, რომ ხელის მოწერაა გაუარესებაზე... ამ ტიპის შიშს სწორ ადამიანთან თუ განიცდი - გაგივლის, არასწორთან კი ინტუიცია უფრო გაგიმძაფრებს“, - თამამად აღიარებს მოდელი. 21 წლის დაოჯახდა და მალე ვაჟი დემეტრე შეეძინა. მისი რჩეული ფეხბურთელი გიორგი ხატიაშვილი იყო. შვილის აღზრდაში დიდ ძალისხმევასა და მონდომებას დებს, რათა დემეტრე ნამდვილ ჯენტლმენად გაზარდოს. როგორც ჩანს, დედა-შვილს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. რამდენიმე მტკივნეული ურთიერთობის დასრულების შემდეგ ალექსანდრე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ აღარ საუბრობს, თუმცა თაყვანისმცემლებისთვის რჩევების მისაცემად მუდამ მზად არის.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2247)

მთავარი თემები