Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დავიბენი...“ – მაკა ჩიჩუას გადაცემაში სტუმრობისას წყალი შეასხეს – ვიდეო

© Facebook / Giorgi Margvelashviliმაკა ჩიჩუა და გიორგი მარველაშვილი
მაკა ჩიჩუა და გიორგი მარველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი პირველი ლედი გადაცემაში უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ისე, რომ არ ელოდა, მოულოდნელად წყალი შეასხეს. ნახეთ მისი რეაქცია.

ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში, გადაცემა „თვითიზოლაციის“ ჩაწერისას მსახიობი და საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გაწუწეს. პირობების თანახმად, მაკა ჩიჩუას კარაოკეში სიმღერის შესრულება ტექსტის გამორთვის შემდეგაც უნდა გაეგრძელებინა, რაც ვერ შეძლო, რის გამოც რამდენჯერმე შეასხეს წყალი. ამ კონკურსმა ის ძალიან გაახალისა.

მაკა ჩიჩუა რამდენიმე თვის წინ „მთავარ არხზე“ ტელეწამყვანის ამპლუაში გამოჩნდა. ის ყოფილ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და ორ ვაჟთან ერთად ქალაქგარეთ, დუშეთში ცხოვრობს. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ულამაზესი სახლი და კარმიდამო საკუთარი ხელით ააშენა. ამ ყველაფერში მას ყოფილი პირველი ლედიც ეხმარებოდა, რომელმაც უზარმაზარი ეზო სხვადასხვა ფერადი ყვავილებით უფრო მეტად გაალამაზა.

პანდემიამდე გიორგი მარგველაშვილი ეზოში ცალკე აშენებულ პატარა სახლში ტურისტებსაც მასპინძლობდა. ასე მარგველაშვილმა და ჩიჩუამ პატარა ბიზნესი წამოიწყეს.

მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ – თემო და თომა მარგველაშვილები. ყველასათვის ცნობილია, რომ მაკასაც და გიორგისაც პირველი ქორწინებიდან ქალიშვილები ჰყავთ, მაკა ჩიჩუას – მაშო, ხოლო გიორგი მარგველაშვილს – ანა. ტელეარხების მეშვებით, რომლებიც მათ სახლს ხშირად სტუმრობენ, ირკვევა, რომ მარგველაშვილების ოჯახში დიდი და გულანთებული მეგობრული დამოკიდებულება სუფევს.

ყველა ახალი ამბავი
0