საბერიოს კლასტერს კიდევ ოთხი დაემატა – რა ვითარებაა სამეგრელოში

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 60 პაციენტი მკურნალობს – რეგიონში აქტიურად ხორციელდება მოსახლეობის ტესტირება

თბილისი, 18  სექტემბერი – Sputnik.  ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული 691 ნიმუშიდან ცხრა პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, ინფიცირებულთაგან ოთხი გალის რაიონის სოფელ საბერიოს კლასტერს მიეკუთვნება, ერთი კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პირია – ისინი საკარანტინე სივრცეში იყვნენ მოთავსებული.

მისი თქმით, დანარჩენი ოთხი ახალი შემთხვევა ფოთში დაფიქსირდა, მათგან ერთი გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი, ერთი ოჯახის წევრი. ოთხივე მათგანი ბათუმის კლასტერს უკავშირდება.

ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 60 პაციენტი მკურნალობს.

ქვეყანაში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 3119–ს მიაღწია.  სულ გამოჯანმრთელდა 1435 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0