11:43 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1794)
217 0 0

მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენციაზე საუბარი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც გაირკვევა, თუ რამდენად მოხერხდა ბათუმში ეპიდაფეთქების ლოკალიზება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში. 

ბოლო დღეებში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 145 შემთხვევა გამოვლინდა.

გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ვითარების სტაბილიზაციის მიზნით ბათუმში მკაცრი ზომები ტარდება.

„ბათუმში ინფიცირების შემთხვევების გაფანტვის სურათი არ გვაქვს და ინფექცია გარკვეულწილად ლოკალიზებულია. ჩვენ მიერ დროულად გატარებული ქმედითი ღონისძიებები კარგ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ ინფექციის სტაბილიზაცია და კონტროლი ადგილზევე მოხერხდეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მან მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებისა და, განსაკუთრებით, პირბადის ტარების აუცილებლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ნიღაბი ვირუსისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

„შემდეგი ერთი კვირა მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ დავინახოთ სურათი, თუ რამდენად მოხერხდა ბათუმში სიტუაციის ლოკალიზაციზება და მხოლოდ ამის შემდეგ, შესაძლოა, ველოდოთ შემთხვევების კლების ტენდენციას“, – განმარტა გაბუნიამ.

აჭარაში შექმნილი ეპიდვითარების გამო ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვები დააწესა.

ბათუმის შესასვლელებში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები განთავსდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეს PCR-ტესტი ჩაუტარდება.

აღნიშნულ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგი პოლიციამ უწყვეტ რეჟიმში დაიწყო. 

გარდა ამისა, რეგიონში არსებულ ყველა ობიექტზე მკაცრდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი.

მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 179-ით გაიზარდა და 2937-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1422 ადამიანი. გარდაიცვალა 19 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1794)

მთავარი თემები