01:33 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1749)
284 0 0

საქართველო უმკლავდება მთავარ ამოცანას - შეაკავოს საშიში ვირუსი და გააკონტროლოს ინფიცირებულთა მკურნალობა, მიიჩნევს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი

თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა PCR-ტესტირების მაჩვენებელი - იანვრის ბოლოდან ქვეყანაში 508 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში მილიონ მოსახლეზე 136,8 ათასზე მეტ ტესტს აკეთებენ. ეს ნიშნავს, რომ ინფექციის შეკავება ხერხდება.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სიკვდილობის მაჩვენებელი 0,79%-ს შეადგენს. მისი სიტყვებით, ეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ციფრის შესანარჩუნებლად და არ გადააჭარბოს ლეტალური დასასრულის 19 შემთხვევას.

საქართველოში ამ მომენტისთვის ხუთ კრიტიკულ პაციენტს მკურნალობენ. ერთი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები კლინიკებში გადანაწილებას ელოდებიან >>

„გაფართოებული ტესტირების დროს, დილისთვის 11 ათასამდე ტესტირება გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ადრეულ ეტაპზე ინფექცია თითქმის არ გვეპარება და ამიტომაც ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ძირითადად მსუბუქი შემთხვევებია. ინფიცირებულებს ადრეულ ეტაპზევე ვავლენთ და ვიწყებთ მათ მართვას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ოთხშაბათს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში კორონავირუსის ეპიცენტრს - აჭარას ესტუმრა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ რეგიონში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა უმეტესობა უსიმპტომო პაციენტები არიან.

ამასთან დაკავშირებით ექიმმა ბათუმის მოსახლეობასა და სტუმრებს, რომელთაც მომატებული ტემპერატურა აქვთ, შესაბამისი გამოკვლევის ჩატარებისკენ მოუწოდა. 37 გრადუსი სიცხის შემთხვევაშიც კი ადამიანებმა უნდა გაიკეთონ PCR-ტესტი, ამბობს მედიკოსი.

ეპიდემიოლოგის სიტყვებით, აჭარაში თერმოსკრინინგიც მკაცრდება. კერძოდ, ყველა დახურულ შენობაში, მაღაზიაში, სავაჭრო ცენტრში, აფთიაქში, რესტორანში სავალდებულოა მკაცრი თერმოსკრინინგი. იწყება ასევე აჭარიდან წამოსული ყველა მოქალაქის თერმოსკრინინგიც.

„მე რომ გავალ, დავტოვებ ბათუმს დღეს ან ხვალ, აუცილებლად უნდა გამისინჯონ ტემპერატურა. ვისაც მომატებული ტემპერატურა ექნება, აუცილებელია, მან შესაბამისი კვლევა ჩაიტაროს. სიმპტომი არ გახლავთ მხოლოდ ტემპერატურა. ამ დაავადების მთავარი სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველა, მშრალი უპირატესად, სუნთქვის გაძნელება, შესაძლებელია, ასევე ბავშვებში გამოვლინდეს დიარეული სინდრომი. ამ დროს  აუცილებელია „112“-ზე დარეკვა“,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება პანდემიის მეორე ტალღას, გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატება შემოდგომის დასაწყისში მოსალოდნელი იყო. ამასთან, გასაკვირი არ არის, რომ ეპიდემიოლოგიური აფეთქება აჭარიდან დაიწყო, სადაც ზაფხულის სეზონზე ბევრი ხალხი ისვენებს.

დაავადების გავრცელების კიდევ ერთი მიზეზი ის გახდა, რომ ადამიანები მოდუნდნენ და შეწყვიტეს დადგენილი რეკომენდაციების დაცვა, აღნიშნავს ეპიდემიოლოგი.

„დამერწმუნეთ, რომ დიდი თავშეყრები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც ჩვენ ახლა აგვიფეთქდა აჭარაში. ძალიან ბევრი შემთხვევა, კლასტერები სწორედ ამ უკონტროლო თავშეყრებთან იყო დაკავშირებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გურიაში კორონავირუსი პედაგოგებს დაერია >>

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია, განმარტავს ამირან გამყრელიძე და დასძენს, რომ ერთადერთი დამაიმედებელი ფაქტი ისაა, რომ ვირუსის აგრესიულობა ცოტათი შემცირებულია. „გლობალურად სიკვდილობის მაჩვენებელი 7%-დან 3,2%-მდე შემცირდა“, - ამბობს გამყრელიძე.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1749)

მთავარი თემები