10:59 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2076)
36420

მილიარდერის ვაჟი ინტიმური ხასიათის ფოტოებით არ გამოირჩევა, მაგრამ ეს უკანასკნელი ფოტოსესია გულგრილს არავის დატოვებს. ბერა და ნანუკა, ზღვისთვის არადამახასიათებელი ატრიბუტიკა – უახლესი კადრები Instagram-დან.

ბერა და ნანუკა – საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და არაორდინარული წყვილია. შეყვარებულებმა თაყვანისმცემლები სხვადასხვა ხერხით დააინტერესეს. მათი ნიშა ცხოვრების გამორჩეული სტილი, ორიგინალური ვიდეოები, შემოქმედებითი ხედვა და ურთიერთსიყვარულია. წყვილმა შვილისთვისაც კი უცხო და აქამდე უცნობი სახელი მოიფიქრა – ბერუკა. ნანუკამ და ბერამ საკუთარი სახელები გააერთიანეს.

View this post on Instagram

🪐

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

აღსანიშნავია, რომ პატარა ბერუკას მუსიკა მამამ უკვე შეაყვარა. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა ვაჟთან ერთად ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისინი როიალზე უკრავენ. „ჩემი მომავალი პიანისტი, მის თითებს დააკვირდით“, – წერდა ახალბედა მამა. ბერამ შვილს „იავნანაც“ დაუწერა და ვიდეო, სადაც ამ მუსიკაზე ბერუკა იძინებს, სოციალურ ქსელში განათავსა. ის შვილთან ერთად ხშირად ვარჯიშობს. ახლა კი, რამდენიმე თვის მანძილზე შეკვეთილში დასვენების პერიოდში ახალი იდეებით აღსავსე შეუდარებელი ფოტოსესიების გამოქვეყნება დაიწყეს.

View this post on Instagram

Caption this 🤎

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს. ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს.

View this post on Instagram

Diving into Instagram Reels

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

წყვილი თაყვანისმცემლების გაოცებას არ წყვეტს. ამჯერად მათი ფოტოსესია არა რომელიმე ფილმის ან პერსონაჟის განსახიერებას, არამედ კრეატიული იდეის განხორციელებას დაუკავშირდა. ბერამ და ნანუკამ ფოტოსესიისთვის შესაფერისი ატრიბუტიკა გამოიყენეს და ფოტოს სახით მორიგი ხელოვნების ნიმუში შექმნეს. სარკე, ზღვა და შიშველი ბერა – იდეამ გაამართლა.

 

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2076)

მთავარი თემები