Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიას მოკრძალებული დაბადების დღე და ქალიშვილის გულისამაჩუყებელი მილოცვა – ვიდეო

© Photo: Keta Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანდემიის გამო ქეთა თოფურიამ დაბადების დღის გრანდიოზულად აღნიშვნა გადადო. ქალიშვილისგან კი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მიიღო. გოგონამ დედას ლექსი მიუძღვნა, რომელიც თავად შექმნა. უსაყვარლესი ვიდეო სოციალური ქსელიდან.

ულტრამოდურ და ტენდენციების მიმდევარ ვარსკვლავს 34 წელი შეუსრულდა. იუბილემ მოკრძალებულად ჩაიარა. ქეთამ გრანდიოზული წვეულება გადადო და ოჯახის ვიწრო წრით შემოიფარგლა. მომღერალმა სოციალურ ქსელში ქალიშვილი ოლივიას ვიდეო გამოაქვეყნა. ემოციური მილოცვა დედას და ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები – ეს არის ქეთასთვის გამორჩეულად ძვირფასი საჩუქარი. გოგონა ლექსის ნაწილს სიმღერით ასრულებს. ოლივიას მილოცვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. როგორც აღმოჩნდა, პატარა ოლივია პოეტური ნიჭითა და ვოკალური მონაცემებით არის დაჯილდოებული.

View this post on Instagram

Tvoi юmor v 5 let menya ubivaet😂 @olivia_geykhman

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ფავორიტია. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა აღიარება მოიპოვა, თავბრუდამხვევი კარიერაც სწორედ ამ დროიდან იწყება.

View this post on Instagram

Mas’ki say hi 🤪

A post shared by Miranda Sheliya (@mimishelini) on

მოკაშკაშე ვარსკვლავი სკანდალების ეპიცენტრშია. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი და ბიზნესმენი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. მისი სოციალური ქსელის „სთორები“ ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში აჟიოტაჟს იწვევს.

View this post on Instagram

💋

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ისაუბრებდა, თუმცა შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მაინც ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. არც ისე დიდი ხნის წინ კი ფეხმძიმობაზე ქართველ ჟურნალისტს ამომწურავი პასუხი გასცა. მიუხედავად ამისა, მის გარშემო ჭორები არ წყდება.

ყველა ახალი ამბავი
0