04:40 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1749)
119 0 0

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, თუმცა ბევრგან – დისტანციურ რეჟიმში. მთავრობის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები მის ოჯახშიც არსებობს, უფრო მეტიც, შვილიშვილები მას ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ მათ სკოლაში სწორედ ის არ უშვებს. 

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, თუმცა დიდ ქალაქებში და ზოგ რეგიონში – დისტანციურ რეჟიმში. დისტანციური სწავლა ჯერჯერობით დათქმულია 1 ოქტომბრამდე. სწავლის ეს ფორმა შეეხო რვა ქალაქს – თბილისს, ბათუმს, ქობულეთს, ქუთაისს, ფოთს, რუსთავს, ზუგდიდსა და გორს და ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის რამდენიმე სოფელს.

„ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოსწავლეა და მეც ოჯახში იგივე პრობლემები მაქვს. ისინი მეკითხებიან, რატომ არ წავიდნენ სკოლაში. ფიქრობენ, რომ მათ მე არ ვუშვებ“, – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

მისი თქმით, კორონავირუსის აფეთქების ფონზე მიზანშეწონილი არ იყო სტუდენტებისა და მოსწავლეების მობილობის გაზრდა. ქვეყანაში სწავლა 120–140 ათასმა სტუდენტმა და ნახევარ მილიონზე მეტმა მოსწავლემ დაიწყო.

„ჩვენ ძალზე კარგად ჩავაბარეთ გამოცდები ეროვნულებზე. ახლა კი, როცა ბოლო ექვსი დღის განმავლობაში შემთხვევების ზრდა გვქონდა, ასეთი დიდი მობილობა ცოტა შემაშფოთებელი იყო. ამ შვიდ–რვა ქალაქში ადამიანების საკმაოდ დიდი მასა იმყოფებოდა, ამიტომაც მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ორკვირიან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1749)

მთავარი თემები