03:18 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

დედაქალაქში საბავშვო ბაღები ჯერ არ მუშაობს, ამიტომ სურსათის გაცემა უკვე დაიწყო აღსაზრდელთა მშობლებისთვის.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. დაიწყო თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების გაცემა მათი ოჯახებისთვის, იუწყება თბილისის მერია.

როგორც უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პროექტი ერთჯერადად განხორციელდება. ის კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესის დაწყების გადატანას უკავშირდება.

თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ამჟამად დედაქალაქის 183 საბავშვო ბაღში 58 005 ბავშვია რეგისტრირებული.

გვანცელაძე ისნის რაიონში №182 საბავშვო ბაღს ეწვია, სადაც 500-ზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული. სურსათის ჩამონათვალი დიეტოლოგებთან არის შეთანხმებული.

„მოგეხსენებათ, ქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი მარტიდან ივნისის ჩათვლით უკვე განვახორციელეთ და პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. ნობათები ჯამში 50 ათასზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო. პროდუქტების გაცემისას დაცული გვაქვს COVID-19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. იმედი გვაქვს, რომ პროცესი ამჯერადაც უსაფრთხოდ წარიმართება“, – განაცხადა გვანცელაძემ.

სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი საბავშვო ბაღებში 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ორი კვირით – 1 ოქტომბრამდე გადაიდო.

მთავარი თემები