16:50 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1729 0 0

პოლიტიკოსის მეუღლის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა, ამ დროისთვის მას ქუთაისის კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია გულის შეტევით კლინიკა LG-ში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

პოლიტიკოსის მეუღლის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას გამოკვლევები უტარდება.

გოგი წულაია ქუთაისში ყველაზე ეპატაჟურ და კოლორიტულ პოლიტიკოსად ითვლება, იგი ხშირად მართავს აქცია–პერფორმანსებს. ქუთაისისთვის დამახასიათებელი იუმორითა და ენაკვიმატობით ცნობილი პოლიტიკოსი მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს.

„თავისუფალი საქართველო“ კონსერვატიული მიმართულების პარტიაა, რომელიც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ თანამოაზრეებთან ერთად 2010 წელს დააფუძნა. პარტია საკუთარ თავს „კონსტრუქციულ ოპოზიციას“ უწოდებს და მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას, ევროინტეგრაციას და რუსეთთან კონფლიქტების მოგვარებას.

მთავარი თემები