22:59 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2080)
46110

სოფო ნიჟარაძე ასეთი შეცვლილი ჯერ არასდროს ყოფილა. მშობიარობის შემდეგ მომღერალმა სასურველი ფორმები დაკარგა და ამერიკიდან მორიგი სურათი გამოაქვეყნა. რა ხერხს მიმართა და როგორ ცდილობს ჩვეულ ფორმაში დაბრუნებას?

რამდენიმე თვეა სოფო ნიჟარაძე მეუღლესთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრის, ახალშობილის მამის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და სახელი გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ოჯახის წევრებთან ერთად ფეხმძიმობას მთელი 9 თვის მანძილზე მალავდა.

View this post on Instagram

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

ახლა სოფო ნიჟარაძის თაყვანისმცემლები და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებულად ბედნიერები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა. მას გოგონა შეეძინა. ფეხმძიმობისა და ამერიკაში ყოფნის მანძილზე სოფო სოციალური ქსელიდან ფაქტობრივად გაუჩინარდა. მის გვერდზე ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული ფოტოები ან ძალიან ძველია, ან თითოეულ მათგანზე მომღერალი მომატებულ კილოგრამებსა და მუცელს მალავდა.

View this post on Instagram

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო. Instagram-ის მის ოფიციალურ გვერდზე 11 აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე უკვე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავს. ახლა სოფო ინტენსიურ ვარჯიშს შეუდგა. ამერიკაში ფიტნეს-ინსტრუქტორის თანხლებით ვარჯიშობს და მშობიარობის შემდეგ ძველ ფორმაში დაბრუნებას დიდი შემართებით ცდილობს. პანდემიის გამო ნიჟარაძე სავარჯიშო ცენტრში პირბადით გადაადგილდება, რაც უახლეს ფოტოზე ჩანს.

View this post on Instagram

@natatotato 📸🖤 @anar_agakishiev💄❤️ #anaragakishiev #makeup #sofianizharadze

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

მან დღემდე უპასუხოდ დატოვა მრავალი კითხვა, რომელიც „ფანებს“ მოსვენებას არ აძლევს. სამაგიეროდ სოფო საკუთარ თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის „სთორებით“ ეკონტაქტება და დავიწყების საშუალებას არ აძლევს. მან ერთი თვის წინ ამერიკულ ეზოში გადაღებული რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც სიმშვიდე და ჰარმონია განსაკუთრებით იგრძნობა. სოფოს სტუმრები ციყვი და ირემი იყვნენ, რომლებსაც მომღერალი ხშირად მასპინძლობს. როგორც ჩანს, სიმწვანეში ჩაფლული სახლი ნიჟარაძის დიდი ხნის ოცნებაა, რომელიც მან ოთხი თვის ქალიშვილთან ერთად ამერიკაში აიხდინა.

მის ცხოვრებაში უამრავი სკანდალი იყო, თუმცა სოფომ არც ერთ მათგანს საჯაროდ არ უპასუხა. მომღერლის პირად ცხოვრებას აქტიურად განიხილავენ, ის კი კვლავინდებურად დუმს. სოფო ნიჟარაძე წარმატებული მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია.

მომღერალი 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია. დაამთავრა ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია (ნიჭიერთა ათწლედი). შესრულებული აქვს ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2010 წლის მაისში საქართველო წარადგინა ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით Shine, მაშინ ქულათა საერთო ჯამით მე-9 ადგილზე გავიდა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2080)

მთავარი თემები