Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენა ბეგაშვილი საავადმყოფოში მოხვდა – სექს-სიმბოლოს ვიდეო კლინიკიდან

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული მსახიობი ერთ-ერთი ქართული კლინიკიდან ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ვიდეოზე ჩანს, სექს-სიმბოლო საავადმყოფოს პალატაში იმყოფება

პარასკევს ცნობილი მსახიობი საავადმყოფოში იმყოფებოდა. მან სამკურნალო ცენტრის პალატიდან ვიდეო გამოაქვეყნა. Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან შორენას გვერდს უმეტესად რეკლამა იკავებს ხოლმე. უცნობია, რა მიზეზით იმყოფებოდა მოდელი კლინიკაში, რადგან ისტორიის გაგრძელება „ფოლოვერებისთვის“ აღარ გაუზიარებია.

შორენა ბეგაშვილი ქალაქ რუსთავში დაიბადა და გაიზარდა. დაოჯახებისა და გაყრის შემდეგ ქალიშვილ ევასთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ცნობილ ქართველ მსახიობს მამა წლების წინ გარდაეცვალა, დედასთან კი, სკანდალების მიუხედავად, საუკეთესო ურთიერთობა აკავშირებს. შორენა ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ დედის გახსენებაზე გული სითბოთი ევსება და ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ცხოვრების ყველა სირთულისას გვერდით უდგას. ქალს ტელეეკრანებზე გამოჩენა არ უყვარს, მაგრამ შორენას ერთ-ერთ იუბილეზე მისმა გამოჩენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ფოტოგრაფების ობიექტივში მოექცა.

პოპულარული ტელესახე საკუთარი გარეგნობისთვის თანხებს არ იშურებს. როგორც ჩანს, ქართველმა სექს-სიმბოლომ ესთეტიკურ ცენტრს კიდევ ერთხელ მიმართა. შორენას სახეს ახლა უფრო წვრილი ცხვირი და სქელი ტუჩი ამშვენებს. ამას თაყვანისმცემლებიც აღნიშნავენ. თუმცა, უმეტესობა შორენას დაფიქრებასა და გაჩერებისკენ მოუწოდებს. აშკარაა, რომ ამაოდ... შორენა ბეგაშვილი გარეგნობისა და იმიჯის ცვლილებებს არ უშინდება. მისი ყოველი ექსპერიმენტი ქალებისთვის ახალი აღმოჩენა ხდება.

View this post on Instagram

@calypsobeautyepoch დღეს შავი ხავერდი გადავწყვიტე🖤👩🏻

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენა ბეგაშვილი მეორე ქმართან დაშორების შემდეგ ექსპერიმენტებს შეუდგა. როგორც ჩანს, მსახიობი გახდომას და ფორმების უფრო მეტად დახვეწას ცდილობს. მან ფიტნეს-ინსტრუქტორთან ერთად ვარჯიში განაახლა და ჯანსაღად იკვებება, თუმცა კორონავირუსისგან შექმნილმა ვითარებამ და პანდემიამ სექსუალური მსახიობის დღის წესრიგი შეცვალა. ის სოციალურ ქსელში ყოველდღიერად აქვეყნებს საკუთარ შედეგებს.

ყველა ახალი ამბავი
0