21:07 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
27610

სკანდალური მოდელი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ცნობილი ტელეწამყვანის „თავდასხმის“ მსხვერპლი გახდა. ნახეთ ვინ დაუპირისპირდა მოდელს.

ალექსანდრა პაიჭაძემ „ინფლუენსერობა“ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ქართველი ვარსკვლავები სარეკლამო ბიზნესში წინ ნელ-ნელა მიიწევენ. ალექსანდრა პაიჭაძე მათ რიგში სამაგალითო ადგილს იკავებს. მოდელის თითოეული ახალი ფოტოსესია ვნებათაღელვას იწვევს. ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვანი და მომხიბლავი იმიჯით გამოირჩევა.

View this post on Instagram

აი ჩემი BF გამოჩნდა)))) ენაკვიმატი და მკვირცხლი))

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze) on

რამდენიმე პროფესიის მქონე მოდელი კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ გახვეულა და არც ეს შემთხვევა აღმოჩნდა გამონაკლისი. ფეხბურთელის ყოფილი ცოლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც მას ვარდების თაიგულს ჩუქნიან, ტელეწამყვანმა გიგა კვენეტაძემ უცნაური კომენტარი დაუწერა: „აუ, არვიცი რატო, მაგრამ ყოველ დილით, მთავარი არხის ახალ ამბებში ველოდები შენი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას“, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლები საგონებელში ჩააგდო. თუმცა, როგორც საბოლოოდ გაირკვა, ალექსანდრა, სავარაუდოდ, მალე გიგას სკანდალურ გადაცემა „წიწაკებში“ იქნება მიწვეული სტუმრად, სადაც მოდელს ყველაზე ცხარე წიწაკების ჭამა მოუწევს, რაც სტუმრებს ძალიან უჭირთ ხოლმე.

ალექსანდრა საქართველოს ულამაზეს კუთხეებსა და ტრადიციულ კერძებს პოპულარიზაციას უწევს, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრა თვეების განმავლობაში ქვეყნიდან შორს - ცხელ დუბაიში ერთ-ერთ ქართულ რესტორანში მუშაობდა. ახლა კი სოციალურ ქსელს სხვადასხვა ბრენდის „გასაპიარებლად“ იყენებს.

View this post on Instagram

99% chance of drinking tonight.....

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze) on

ტელეწამყვანის თითოეული ფოტოსესია წინაზე ბევრად ცეცხლოვანი და სექსუალურია. საკმარისია მის გვერდზე შეიჭყიტოთ, ამაში თავად დარწმუნდებით. ალექსანდრა ესთეტიკის და სილამაზის მოყვარულია. ბუნებრივია, ცნობილი მოდელის პერსონალურ გვერდზე მამრობითი სქესის წარმომადგენლები მეტად აქტიურობენ.

უჩვეულო და უცხო ფოტოსესიებით გამორჩეული ფოტომოდელი სკანდალებს არ უშინდება. მისი ყოველი ახალი ფოტო ახალ სალაპარაკოს აძლევს ადამიანებს. გარდა სალაპარაკო თემისა, ალექსანდრამ განსხვავებულ ხერხს მიაგნო, რომელმაც მის ირგვლივ თავმოყრილი ადამიანები მეტად დააინტერესა. სოციალურ ქსელში მისი ყოველი პოსტი გამორჩეულად ლამაზი ფილოსოფიური ან საკუთარი გამოცდილებით შეძენილი ფრაზებით გახადა.

მთავარი თემები