აჭარაში ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანდაზმულთა პანსიონატიდან ინფიცირებული პაციენტები ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გადაჰყავთ, სადაც 22 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში ხანდაზმულთა პანსიონატის ოთხ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

ხანდაზმულთა პანსიონატიდან ინფიცირებული პაციენტები ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გადაჰყავთ.

კლინიკა „ბომონდის“ სტაციონარში დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზით ამ დროისთვის 22 პაციენტი მკურნალობს. პაციენტებიდან 11 ბავშვი, ხოლო 11 ზრდასრულია.

კალაუბანი - Sputnik საქართველო
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში რესტორნების დახურვის საკითხი შეიძლება დადგეს

პაციენტებს შორის არის 35 კვირის ორსული ქალბატონი. ამ დროისთვის სტაციონარში მოთავსებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 165-ით გაიზარდა. აქედან 109 აჭარას უკავშირდება. რეგიონი ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნევა, რადგან დაწყებულია ვირუსის შიდა გადაცემა და ის უკვე საზოგადოების ყველა ფენას შეეხო. 

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 2392 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0