01:09 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1771)
255 0 0

კლინიკაში უკვე მკურნალობს შვიდი კოვიდინფიცირებული პაციენტი. სამშობიაროში კორონავირუსის სამკურნალოდ ყველა პირობაა შექმნილი, აცხადებენ კლინიკის ადმინისტრაციაში

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს ბათუმის სამშობიარო სახლში უმკურნალებენ, იუწყება პირველი არხი.

კლინიკაში უკვე შვიდი ორსული მკურნალობს.

როგორც სამშობიარო სახლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კლინიკაში უკვე მოწყობილია იზოლირებული ბლოკები. ჯამში კი  კლინიკას 22 პაციენტის მიღება შეუძლია, ასევე იზოლირებულად იქნებიან ჩვილებიც.

„კლინიკა გუშინ გადაეწყო. სამეანო პროფილის რადგან არის, ორსულ პაციენტებს მივიღებთ, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ. გუშინ შემოვიდა 5 პაციენტი, ერთი კიდევ ღამით დაგვემატა და მეშვიდე ორსული დღეს. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. არცერთ მათგანს სიმპტომი არ აქვს. მხოლოდ ერთს აღენიშნება ხველა“, - განაცხადა ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორმა ნუგზარ პაპავამ.

აღსანიშნავია, რომ სამშობიარო სხვა ფეხმძიმეებს არ მიიღებს. პაპავას თქმით, კლინიკაში კორონავირუსის სამკურნალოდ ყველა პირობაა შექმნილი.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი სამშობიარო სახლის თანამშრომელს დაუდასტურდა. კლინიკა რამდენიმე დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტესტირების შემდეგ ყველა პასუხი უარყოფითი იყო და მუშაობა განაახლეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 2 392–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1370 ადამიანი, გარდაიცვალა – 19.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)

მთავარი თემები