23:28 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1143)
83 0 0

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 153 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გარდაიცვალა 1 108 ადამიანი.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ისრაელში საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო გაფრთხილებას ავრცელებს თანამემამულეებისთვის, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში იმყოფებიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში სრული საკარანტინო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში – ებრაული დღესასწაულების პერიოდში გაგრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინი 19 სექტემბრის 14:00 საათიდან ამოქმედდება.

შეზღუდვები მოიაზრებს მოქალაქეების გადაადგილების აკრძალვას, საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის შეჩერებას, რესტორნების, კაფეებისა და ოფისების დახურვას. მუშაობას არ შეაჩერებს მხოლოდ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები.

„სკოლები და საბავშვო ბაღები მუშაობას 18 სექტემბერს შეწყვეტენ. დაიხურება: რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები. შეიზღუდება ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება, გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. აკრძალულია დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი და ღია სივრცეში 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება. იზღუდება პრაქტიკულად ყველა სახის სამეწარმეო საქმიანობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ნაწილობრივ შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

გამოცემა Ynetnews.com-ის ცნობით, ისრაელში COVID-19-ის მეორე ტალღა ბევრად ძლიერია პირველზე.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 153 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გარდაიცვალა 1 108 ადამიანი.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1143)

მთავარი თემები